Monday, February 17, 2014
დღე მეცხრე
ტრენინგის დასაწყისში მოვაწესრიგეთ ჩვენი პროექტების ფოლდერები, კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ ჩვენს მიერ შექმნილი მასალები და დავიწყეთ შემაჯამებელი პრეზენტაციები.გავეცანით მსმენელების მიერ შექმნილ საინტერესო ბლოგებს. გავითვალისწინებთ რჩევებს, რომლებიც მივიღეთ ტრენერისგან. შეძენილი ცოდნა დაგვეხმარება, ჩვენი მუშაობა უფრო საინტერესო და ნაყოფიერი გავხადოთ. დიდი მადლობა ხათუნა ციხელაშვილს საინტერესო ტრენინგისთვის.
დღე მერვე
ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ. ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა, გვერდების დამატება, ბლოგის მმართველ პანელში გადასვლა, ფაილის ჩაშენება, პრეზენტაციების ჩაშენება,ასევე ინტერნეტში დოკუმენტების გაზიარება და საიტების ბმულების გაკეთება.ხათუნა, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩემს კითხვებს ამომწურავად გაეცა პასუხები.
Saturday, February 15, 2014
მეშვიდე დღე
შევადგინეთ შეფასების რუბრიკები. შეფასების დროის ჩარჩოს მიხედვით შევადგინეთ მოსწავლის შეფასების რუბრიკები-მეხუთე მოდული.
Sunday, February 9, 2014
მეხუთე დღე
ჯგუფის ყველა წევრმა გავაკეთეთ საკუთარი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია, განვიხილეთ და მივიღეთ შენიშვნები.
ვნახეთ საავტორო უფლებები, განვიხილეთ საიტები, გავაკეთეთ ბუკმაკები და თეგები.
ვნახეთ საავტორო უფლებები, განვიხილეთ საიტები, გავაკეთეთ ბუკმაკები და თეგები.
Sunday, February 2, 2014
დღე მეოთხე
დღეს გავეცანით შეფასების დროის ჩარჩოს ნიმუშს, ვისწავლეთ მოსწავლეების საჭიროების განსაზღვრა, ავტვირთეტ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის ნიმუში.
Saturday, February 1, 2014
მესამე დღე
ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიზნები, ამოცანები. შევადგინეთ ზოგადი , თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
Subscribe to:
Posts (Atom)