Monday, February 17, 2014

დღე მეცხრე

ტრენინგის დასაწყისში მოვაწესრიგეთ ჩვენი პროექტების  ფოლდერები, კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ ჩვენს მიერ შექმნილი მასალები და დავიწყეთ  შემაჯამებელი პრეზენტაციები.გავეცანით მსმენელების მიერ შექმნილ საინტერესო ბლოგებს. გავითვალისწინებთ რჩევებს, რომლებიც მივიღეთ ტრენერისგან. შეძენილი ცოდნა დაგვეხმარება, ჩვენი მუშაობა უფრო საინტერესო და ნაყოფიერი გავხადოთ. დიდი მადლობა ხათუნა ციხელაშვილს საინტერესო ტრენინგისთვის.

დღე მერვე

ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ. ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა, გვერდების დამატება, ბლოგის მმართველ პანელში გადასვლა, ფაილის ჩაშენება, პრეზენტაციების ჩაშენება,ასევე ინტერნეტში დოკუმენტების გაზიარება და საიტების ბმულების გაკეთება.ხათუნა, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩემს კითხვებს ამომწურავად გაეცა პასუხები.

Saturday, February 15, 2014

მეშვიდე დღე

შევადგინეთ შეფასების რუბრიკები. შეფასების დროის ჩარჩოს მიხედვით შევადგინეთ მოსწავლის შეფასების რუბრიკები-მეხუთე მოდული.

მეექვსე დღე

შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. საინტერესო იყო მუშაობა.

Sunday, February 9, 2014

მეხუთე დღე

ჯგუფის ყველა წევრმა გავაკეთეთ საკუთარი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია, განვიხილეთ და მივიღეთ შენიშვნები.
ვნახეთ საავტორო უფლებები, განვიხილეთ საიტები, გავაკეთეთ ბუკმაკები და თეგები.

Sunday, February 2, 2014

დღე მეოთხე

დღეს გავეცანით შეფასების დროის ჩარჩოს ნიმუშს, ვისწავლეთ მოსწავლეების საჭიროების განსაზღვრა, ავტვირთეტ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის ნიმუში.

Saturday, February 1, 2014

მესამე დღე

ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიზნები, ამოცანები. შევადგინეთ ზოგადი , თემატური და შინაარსობრივი კითხვები.